soon.ge
სხვა

„ზღაპარი“

როდის

აღწერა

გამოჩენილი რეჟისორი ალექსანდრე სოკუროვი წარადგენს თავის ფილმს „ზღაპარი“ და ჩვენების შემდეგ მაყურებლის შეკითხვებს უპასუხებს.ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც რეჟისორი და პროდიუსერი რეზო გიგინეიშვილი გაუძღვება.ფილმის პრემიერა 2022 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა. რუსეთში ფილმი აკრძალულია.„ზღაპრის“ მოქმედება განსაწმენდელში ვითარდება, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი და ჩერჩილი. სოკუროვი XX საუკუნის ამ ისტორიულ ფიგურებს უჩვეულო გარემოში აცოცხლებს და გვაფიქრებს ძალაუფლებაზე, ამაოებასა და წარსულზე, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ჩვენს აწმყოზე.

„ზღაპარი“ — ბილეთები · 7 ოქტომბერი, 2026 · soon.ge